ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის საფასური 2021 წლის დადგომასთან ერთად გაიზარდა და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდათ.
ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა. თუკი აქამდე 101 კილოვატი 14 თეთრი ღირდა, გაძვირების შემდეგ - 17 თეთრია. იმ ადამიანებს, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ დენს მოიხმარდნენ მათ ტარიფი 22 თეთრიდან - 27 თეთრამდე გაეზარდათ.
ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილებიდან მალევე მმართველმა გუნდმა თქვა, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადს დაასუბსიდირებდს, რაც ასევე ხალხის ფულია. ამ საკითხზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ისიც თქვა, რომ მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ.
ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა - მოვდიოდით ლოზუნგით, რომ ტარიფები დაიკლებდა, "ოცნებამ" საპირისპიროდ შეასრულა, ამიტომ გიოგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ეს მოსახლეობისთვის დაფიქრების საბაბია.
ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე რომ ზრუნავს და ხალხის ბედი არ ადარდებს - ეს კარგად იციან ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ტარიფების ზრდის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს 9 წლიანი უმოქმედობის და ქვეყნის გაჩერების შედეგია.
ინფლაცია, შემოსავლების კლება და ფასების ზრდა - კრიზისი, რომელსაც "ქართული ოცნება" ვერ გაუმკლავდა - კიდევ უფრო ზრდის სიღარიბის მაჩვენებელს საქართველოში და ეკონომისტები სწორედ ამ ძირითად მიზეზებს ასახელებენ, რითაც საქართველოს მოსახლეობა სიღატაკის ზღვარზეა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დენისა და წყლის ტარიფის ზრდა ყველა საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტზე ფასის ზრდას გამოიწვევს.