ენზელ მკოიანი ადასტურებს, რომ გაისროლა - "ოცნების" დეპუტატის პირველი კომენტარი სამველ პეტროსიანთან დაპირისპირების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების დროს სამველ პეტროსიანთან, მანაც გაისროლა. მკოიანი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი მხრიდან გასროლა თავდაცვის მიზნით მოხდა.

მაშინ როდესაც დეპუტატის მიმართულებით ისვრიან ოთხჯერ, ხომ აქვს მას უფლება თტავი დაიცვას? რაც მე გავაკეთე ამას თავდაცვა ჰქვია, დიახ მე კანონი არ დამირღვევია, ჰაერში ვისროლე მას შემედგ, რაც მან ჩემი მიმართულებით გაისროლა" აცხადებს მკოიანი.

ამ ინციდენტის შემდეგ სამველ პეტროსიანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ლიდერია, პოლიციამ დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. პეტროსიანის ოჯახში ამ ფაქტზე არ საუბრობენ. ახალქალაქში ვარაუდობენ, რომ ენზელ მკოიანი ახლა უკვე პეტროსიანის ოჯახის წევრებს ემუქრება.

დაპირისპირება კი მკოიანსა და პეტროსიანს შორის ახალქალაქში სამი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიტიკური ოპონენტის კუთვნილი კაფე ბარის მიმარუთლებით 5 ტყვია მკოიანმა ისროლა, თუმცა ის არავის დაუკავებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი