კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ

გამოქვეყნდა:

თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ - სტეფანი გრიშმანი - თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელი და აშშ-ის პირველი ლედის შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობეს ტოვებენ. ცნობას ამის შესახებ CNN აქვეყნებს. 

თანამდებობები თეთრი სახლიდან მას შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმა, რაც კაპიტოლიუმი დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა აიღეს, რასაც ადასტურებს თეთრი სახლის წარმომადგენელიც. 

შეგახსენებთ, დღეს როდესაც კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტად ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ, დემონსტრანტები შეიჭრნენ, იყო სროლაც - დაჭრილი ადამიანი გარდაიცვალა. 

დაპირსპირებიდან რამდენიმე საათში სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მას შემდეგ რაც შენობა გაიწმინდება არჩეული პრეზიდენტის გამარჯვებას კონგრესის წევრები მაინც გააფორმებენ .

ამ დაპირესპირების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპა მიმართვა გაავრცელა, Facebook-მა მოქმედი პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა წაშალა Youtube-ის მსგავსად, ხოლო Twitter-მა მისი პოსტები დაბლოკა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი