სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა - სენატორი შაჰინი

გამოქვეყნდა:

კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერი ოლიგარქს"  ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა. სენატორის სიტყვით გამოსვლის ამ ტექსტს "ამერიკის ხმა" ავრცლებს. 

"ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში - ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოში.

მე ჩემს კოლეგა სენატორ რიშთან ერთად, 2021 წელს, სენატის სახელით ვიყავი საქართველოში, რომ ოფიციალურად დავკვირვებოდით არჩევნებს, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასა" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებულ პარტიას, "ქართულ ოცნებას" შორის იმართებოდა. ეს ბრძოლა იყო არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ მთავრობის კონტროლისთვის" - ამბობს ჯინ შაჰინი

ჯინ შაჰინის თქმით, 2012 წელს არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა. 

"სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, ვიყავით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ არჩევნებმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიარა და გამარჯვებული ქართული ოცნება იყო. მაგრამ, ქვეყანაში შიშობდნენ, რომ  სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, რაც ძალაუფლებაში გადაიზრდებოდა და ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ახალბედა დემოკრატიულ რეფორმებს დაასრულებდა.", - ამბობს შაჰინი.

სენატორი იხსენებს რიშთან ერთად არჩევნების მეორე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. 

"არჩევნების მეორე დღეს, მე და სენატორი რიში, პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდით, რათა მისი ხელისუფლებაში დარჩენისგან გადარწმუნება გვეცადა, ცხადად მახსოვს, მასთან მისვლა, დავსხედით და ვისაუბრეთ დემოკრატიის ღირებულებაზე, ვუთხარით რომ მან, ბოლო 8 წელი ძალიან ბევრი იშრომა და დემოკრატიის სიდიადე სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების შედეგად უნდა გადაებარებინა ადამიანისთვის, რომელიც ამომრჩევლებმა აირჩიეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინდა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.

მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე", - თქვა ჯინ შაჰინმა.

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და გარდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი