ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე - თეთრი სახლი კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

გამოქვეყნდა:

მეთ პოტინგერი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე, არის ტრამპის უკანასკნელი თანამდებობის პირი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა.

Bloomberg News-მა, პოტინგერთან ახლოს მყოფ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ იგი "შეშფოთებულია კაპიტოლიუმზე თავდასხმით და ტრამპის მიერ მომიტინგეების წაქეზებით", ხოლო წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ პოტინგერმა თქვა, რომ "ცოტა რამ იყო, რაც უნდა გაეთვალისწინებინა".

კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ.

მათ შორის, ვინც ადრე დატოვა თანამდებობა, არიან პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი