კონგრესმა ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
ვერმონტის სამი საარჩევნო ხმის დათვლამ ბაიდენს და არჩეული ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე გადაჭარბების საშუალება მისცა, რაც პრეზიდენტობის მოსაპოვებლად არსებული ბარიერია.
სენატმა და პალატამ უარი თქვეს ბაიდენისთვის ჯორჯიისა და პენსილვანიის საარჩევნო ხმების გაუქმებაზე. რესპუბლიკელებმა ასევე გააპროტესტეს არიზონას, ნევადას და მიჩიგანის საარჩევნო ხმები, მაგრამ წინადადებები დებატებამდეც არ მისულა.
სხდომა დღეს დილით, კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერების გაყვანის შემდეგ განახლდა.
სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეჭრნენ, იყო სროლა, არიან დაკავებულებიც. სენტმა მხოლოდ 12 ხმის დათვლა მოასწრო სხდომის ჩაშლამდე.
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამერიკის დედაქალაქი კვლავაც კომენდანტის საათი მოქმედებს, ვაშინგტონის მერმა ის 15 დღით გაახანგრძლივა.
თეთრი სახლი კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ დატოვეს თანამშრომლებმაც, ბოლო ვინც მსგავსი გადაწყევტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილეა, მანამდე კი გადადგნენ: პრესს მდივნის მოადგილე სარა მათეუსი, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსი, სტეფანი გრიშამი და თეთრი სახლის სოციალური მდივანი რიკი ნიცეტა.