მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ სენატმა ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა, დონალდ ტრამპი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, სენატის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო პირველი ვადის დასრულებას.
"მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი/დისციპლინირებული გადაცემა", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, ბრძოლას გააგრძელებს, რომ ყველა იურიდიული ხმა დაითვალონ.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.