"ჩერნომორენერგო" ავარიას ხანძრებს აბრალებს, სოხუმის საგანგებო ხანძრების მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქვესადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც აფხაზეთის უდიდესი ნაწილისთვის დენის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა, რუსული და ადგილობრივი კომპანიები ურთიერთბრალდებებით დაკავდნენ და ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. 

ავარიულად გათიშული "ფსოუ-220" უკვე აღდგენილია და რამდენიმე საათის წინ უკვე  იყო ელექტროენერგიის მისაღებად, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსეთიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება - უმაღლეს ეშელონებში დენის მიწოდება რთულ მდგომარეობაში მყოფი აფხაზეთისთვის, რომელზე მეურვეობაც რუსეთმა, დიდი ხანია, იკისრა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

"ჩერნომორენერგო", რომელიც რუსული კომპანიის წარმომადგენელია აფხაზეთში, აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ხანძრებია, რომლებიც თითქმის მთელი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე მძვინვარებს. 

ხანძრების ჩაქრობასაც ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამავდროულად, მოსკოვიდან მართული დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის დახმარებაზე ისევ უარს ამბობს. 

ამ დროს კი აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო აცხადებს, რომ ტყეებში გაჩენილი ხანძრები, უმეტესწილად, მოკლე ჩართვითაა გამოწვეული.

მანამ, სანამ ორი უწყება ურთიერთშეუთანხმებელ განცხადებებს აკეთებს, ხანძარმა უკვე ეშერაში გადმოინაცვლა და სოხუმიდან 13 კმ-შია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი