მიქსი საქართველოზე: უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება მშვიდობიანად გადაეცეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიქსი - შტატებში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე - "ამერიკის ხმასთან" საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველვყოთ დემოკრატიის შენარჩუნება და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდეს. ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა იყვნენ პირები, რომლებიც ხელის შეშლას ეცდებიან, გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. აშშ-შიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც ტრამპის გვერდით მყარად იდგა და რამდენჯერმე ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას", - ამბობს მიქსი. 

ოპოზიციის შეფასებით, ეს განცხადება ადასტურებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მოლოდინი აქვს. 

  • "კონგრესშიც და სენატშიც საუბრობენ უკვე, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ეს იქნება 2012 წლის მემკვიდრეობის გამეორება, რაზეც შაჰინმაც ისაუბრა", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
  • "აშშ-ის შიგნით განვითარებულმა მოვლენებმა სტრატეგიული პარნტიორის პოლიტიკურ ელიტას დაანახა დემოკრატიის ეროზია და უკან დახევა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათი ინტერესია მათ შორის საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიის განვითარება", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურა ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კაპოტილიუმზე თავდასხმისა და არეულობის მიუხედავად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი 6 დეკემბერსვე გააფორმეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი