კომენდანტის საათი ამოქმედდა - "მთავარი არხის" კადრები დაცარიელებული თბილისიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა. 21 საათიდან იკრძალება ყველანაირი გადაადგილება ქუჩებში, გარდა სპეციალურად გაცემული საშვების მქონე პირებისა. გადაადგილების უფლება აქვთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ კომენდანტის საათის დაცვის წესებს. 

წესების დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეები 3 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით შემთხვევაში კი პატიმრობა ემუქრებათ. 

კომენდანტის საათი არ ეხებათ აფთიაქებს. დაკეტილია სასურსათო მაღაზიები, რომლებიც აქამდე 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი