საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, თქვა, რომ არსებული შეზღუდვები და კოვიდრეგულაციები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება.
"ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანაა, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ, რათა აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ 1 თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ", - თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანპორტის მუშაობა, დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები; ღამის 9-დან დილის 5-მდე კი ე.წ.კომენდანტის საათი მოქმედებს.