გოგშელიძე, ჩხარტიშვილი და წაქაძე 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს – შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე, სასამართლო დარბაზიდან, 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სამივე მათგანი, ჩხარტიშვილი, გოგშელიძე და წაქაძე, შაქარაშვილის საქმეში, მხოლოდ დაბადების დღეზე, ჩხუბის ეპიზოდში მონაწილეობდნენ.

მათი საქმის განხილვა ცალკე გაგრძელდება, ჩხარტიშვილს, გოგშელიძეს და წაქაძეს, წაყენებული აქვთ, სისხლის სამართლის 126–ე და 120–ე მუხლები, რაც ძალადობას და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული რვა სრულწლოვანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი