აშშ–ში ზოოპარკის ბინადარ ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აშშ–ში სანდიეგოს ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა.  ასევე, კალიფორნიის მთავრობის ცნობით, COVID-19–ის სიმპტომები, მესამე გორილასაც აქვს.

ზოოპარკის ცნობით, გორილები, სავარაუდოდ დაინფიცირდნენ ზოოპარკის თანამშრომლისგან, რომელსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაჰქონდა. თუმცა, ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ იკვლევენ, შესაძლოა თუ არა ვირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადავიდეს.

 გორილებს ვირუსზე ტესტი მას შემდეგ აუღეს, რაც მათ ხველა დაიწყეს.

"გარდა იმისა, რომ მათ ახველებთ, თავს კარგად გრძნობენ, გორილების ოჯახი კარანტინშია, ერთად ჭამენ და სვამენ, ველოდებით მათ სრულ გამოჯანმრთელებას" – ამბობს სან დიეგოს ზოოპარკის დირექტორი ლიზა პიტერსონი

სან დიეგოს ზოოპარკში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მაიმუნები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ზოოპარკი დამთვალიერებელთათვის დეკემბრიდან დაკეტილია.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გარეულ ცხოველებში დაახლოებით ერთი თვის წინ დაფიქსირდა – COVID-19 აშშ–ში წაულას აღმოაჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი