ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
"ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა "ფაიზერის" ვაქცინით იქნება შესაძლებელი", -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ზოგიერთმა ქვეყანამ ვაქცინები უკვე დაამტკიცა და მოსახლეობის აცრაც დაიწყო, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელიც ვაქცინას ჯერ კიდევ ელოდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 993 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.
შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად ნახეთ აქ.