თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს, ეს იყოს პლებისციტი - "გირჩის" ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, "მოქალაქეების" ლიდერი, ალოკო ელისაშვილი "გირჩის" წევრებთან ცალკე კონსულტაციას მართვას, შეხვედრის მთავარი თემა პარლაემნტში შესვლა და ის პირობებია, რის სანაცვლოდაც ოპოზიციონერები ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებენ.  ალეკო ელისაშვილი აცახდებს, რომ პარლამენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საარჩვენო კოდექსის ცვლილების სანაცვლოდ შევა.

მოლაპარაკება 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "გირჩის" განაყოფის წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად გამოცხადდეს და სწრედ მისი შედეგებით გადაწყდეს ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები ქვეყანაში.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ სკითხზე მსჯელობისთვის მზადაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი იტვირთოს. ხვიჩიას არ დაუმალავს, რომ კომუნიაკცია აქვს "ქართული ოცნების" წევრებთან, მათ შორის 2021 წელსაც.

"პარტია მოქალაქეებმა გადავწყვიტეთ, რომ ინდივიდუალური კონსულტაციები გავმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან, იმათთან ვისაც აქვს გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ჩაიშალოს მეხუთე რაუნდი, და ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურადაც ვართ მზად, თუმცა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკეთესი იქნებოდა, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ ქართულ ოცნებას და ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რომელიც მიგვაჩვნია ქვეყნისთვის უმნისვნელოვანესად", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ელისაშვილს მოსწონს გირჩის ინიციატივა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მისი თქმით, თუ არავინ შევა პარლამენტში, ის მაინც მზადაა "მოქალაქეებმა" შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწეროს. ელისაშვილი "ნაციონალურ მოძრაოაბსთან შეხვედრას" არ გამორიცხავს, "ქართულ ოცნებაზე" კი ამბობს, რომ მხოლოდ ელჩების თანდასწრებით შეხვდება.

"ჩვენ გვინდა ზოგადად ოპოზიცია, ძლიერად, ერთად და სახეშენარჩუნებული შევიდეს პარლამენტში, ამიტომ ვეძებთ გზას. ჩემთვის ძალიან საპატიო იქნება მომლაპარაკებლის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სათანადო პირობებით და ისე, რომ არავინ არ იყოს დამარცხებული და სახე ახეული", - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

მისი თქმით, სწორედ ასეთი შეთავაზებაა ადგილორბივი არჩევნების პლებისციტად ქცევა სწორედ ამას ითვალისწინებს. 

"ბიძინას წასვლის შემთხვევაშიც, ამათმა თუ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მოიგეს და ოპოზიციამ ვერ მოვუგეთ, მაშინ ჩვენ მოთხოვნას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ისედაც არანაირი შინაარსი არ აქვს", - თქვა მან.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" მმართველი პარტია ოპოზიციას პარლამენტში ისევ ეპატიჟება და ამბობენ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. პარტიაში ამბობენ, რომ არაა გამორიცხული "მოქალაქეებისა" და "გირჩის" განაყოფის გარდა, პარლამენტში "სტრატეგია აღმაშენებლიდანაც" იხილონ ვინმე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი