გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფაიზერისთვის არ შეუკვეთავს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები და, სინამდვილეში, მოსახლეობა მოატყუა, ხელისუფლება დუმილით ხვდება.
შეგახსენებთ, ფაიზერის ვაქცინით მოსახლეობის აცრის პერსპექტივაზე საუბრისას მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა, ვეწრ დააკონკრეტა, როდიდან:
ჩალაძის ბრალდებებზე ხელისუფლების დუმილს კი თავად გიორგი ჩალაძე ხსნის და ამბობს, რომ ხელისუფლება თავს ვერ იმართლებს, რადგან პასუხი არა აქვს.
"ეს იყო მარტივი ტყუილი, რადგან ჰგონიათ, რომ ჩვენ არ გვაქვს მაილზე მიწერის საშუალება,- ამბობს ეროვნული გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი".
შეგახსენებთ, ეს გიორგი ჩალაძის მხრიდან ხელისუფლების პირველი მხილება არ არის. ჯერ კიდევ ოქტომბერში ის ამბობდა:
ასევე, გიორგი ჩალაძემ გუშინ, 13 იანვარს განაცხადა, რომ თბილისში, რამდენიმე მაღალჩინოსანს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს