დონალდ ტრამპის Instagram და Facebook გვერდები პლატფორმაზე კვლავ გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდები პლატფორმაზე კვლავ გამოჩნდა. ჯერჯერობით, უცნობია აღუდგა თუ არა გვერდებზე წვდომა თავად ტრამპს. პოლიტიკოსს ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ მარკ ცუკერბერგმა, მისივე დაფუძნებულ ფეისბუქზე, დაწერა, რომ ფეისბუქის გუნდის გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპს ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშები დაებლოკება სულ ცოტა 2 კვირით.

ტვიტერმა კი პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში 9 იანვარს, სამუდამოდ გააუქმა. მათი განმარტებით, მიზეზი ძალადობის წაქეზების საფრთხე გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი