დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ინდონეზიაში ვულკანიც ამოიფრქვა

გამოქვეყნდა:

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ინდონეზიაში ვულკანი სემერუც ამოიფრქვა.  

გავრცელებული ცნობებით, ვულკანური ფერფლი და კვამლი 5 კილომეტრი სიმაღლისაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავრობამ მოსახლეობა სტიქიური უბედურების შესახებ რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა და მოქალაქეებს სახლში დარჩნისკენ მოუწოდა.

სეისმოლოგები ვულკანის გააქტიურებას რამდენიმე დღის წინ მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრას 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი