პარლამენტში შესულ ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას რეგისტრაციის მოწმობა არ აქვს

გამოქვეყნდა:

ირკვევა, რომ პარლამენტში შესულ ოპოზიციურ პარტიას, "ევროპელ სოციალისტებს", რეგისტრაციის მოწმობა არ აქვთ. 

ფრიდონ ინჯია ამტკიცებს, რომ პარტიამ ყველა საჭირო დოკუმენტი და ხელმოწერა შეაგროვა "პატრიოტთა ალიანსიდან" გამოსაყოფად, საჯარო რეესტრს კი 3 დღის წინ მიმართა. 

"მემგონი, პარასკევს მოვითხოვეთ რეგისტრაცია, მანამდე ხომ მოსამზადებელი იყო საბუთები", - ამბობს ინჯია. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მაშინ, როდესაც ჯერ იურიდიულად დამოწმებული არ არის "ევროპელი სოციალისტები", "ოცნება" უცხოელ პარტნიორებს სწერს, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარაა.

"ოცნებამ" გააყალბა 2020 წლის საპარალამენტო არჩევნები, ახლა ის ცდილობს, რომ პოლიტიკური რეალობა შეცვალოს პარლამენტში და ისიც გააყალბოს", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბების გამო აპროტესტებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა, ამ დროისთვის პარლამენტში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, "პატრიოტთა ალიანსს" გამოყოფილი ოთხი წევრი შევიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს "ერთპარტიულ პარლამენტად" მოიხსენიებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი