მედგიდი  - პლატფორმა სოციალურ ქსელში პაციენტების დასახმარებლად

გამოქვეყნდა:

სოფო ჯაფარიძე და ნუცა ზურაბიანი - ორი სტომატოლოგი, რომელმაც უამრავი ექიმი გააერთიანა და დააკავშირა პაციენტებს, რომლებსაც კვალიფიციური რჩევა და სამედიცინო დახმარება სჭირდება.

მათ შექმნეს პლატფორმა სოციალურ ქსელში, სადაც პაციენტები მხოლოდ სიტყვიერ კონსულტაციებს კი არ იღებენ, არამედ ხშირად მათ ექიმები პრაქტიკულად ეხმარებიან საჭირო მედიკოსთან დაკავშირებაში, საავადმყოფოში გადაყვანაში, გადაუდებელ დახმარებაში და ა.შ. ამ გზით მათ ადამიანთა სიცოცხლეც აქვთ გადარჩენილი. 

პანდემიის დროს, როდესაც კოვიდპაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურება რთულად ხელმისაწვდომი გახდა, ასეთი ტიპის დახმარება განსაკუთრებით მნიშნველოვანია. ამ საქმეს სოფოც, ნუცაც და მათი კოლეგა ექიმებიც სრულიად უანგაროდ აკეთებენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი