მის მემორიალს გარდაცვალების დღეს ყვავილები ამშვენებდა - თინათინ ბერძენიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე 

გამოქვეყნდა:

მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა - ასე პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

თინათინ ბერძენშვილი ირწმუნება, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს ტელევიზიამ საკადრისი პატივი მიაგო:

"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა", - წერს თინათინ ბერძენიშვილი 

 

როგორ გადაიქეცი ვასიკო მაღლაფერიძედ?! - ასე გამოეხმაურა ბერძენიშვილის ამ განცხადებას მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.

"იყო სხვადასხვა ადამიანისგან მოტანილი ძალიან ბევრი უსახელო ყვავილიც... მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა და რომლის სიმბოლოდაც ის იქცა. საქართველოს ტელევიზიის სახელით იქ არც არავინ მოსულა და არც არავის მოუსამძიმრებია"...- თქვა გიორგი გაბუნიამ "პოსტ ფაქტუმში", მისი მონოლოგის დროს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 2020 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი