ვაშლიჯვრის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით იზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე 20 იანვრიდან საავტომობილო მოძრაობა 2 თვით იზღუდება. მიზეზი გზის სამშენებლო სამუშაოებია:

პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით" ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი