"მე ჯარიმების წერა მეხერხებაო" - პატრულის მიმართვა ექიმს, რომელიც პირბადის არ ქონის გამო დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

ექიმი ოთო აბესაძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და დეტალურად აღწერს როგორ დააჯარიმა და როგორ შეიტანა ეჭვის მის კომპეტენციაში პატრულმა:

"...დღეს 21:30სთ-ზე კეთილის მსურველმა პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა და იმის იმედით, რომ მსუყე ჯარიმას გამომიწერდა, საშვის ქონა არ ქონის საკითხის გარკვევა დაიწყო. ვინაიდან როგორც ექიმი “პრივილეგირებული” და საშვიანი ვარ, გადაწყვიტეს, პირბადის არ ქონის გამო დაჯარიმება. ხაზს ვუსვამ, ამ დრომდე ძალიან მშვიდად და მეგობრულად ვიქცეოდი. ვეცადე ამეხსნა, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა ვარჯიშისას პირბადის ტარება. მითუმეტეს, როცა ირგვლივ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. ამიხსნეს, რომ კანონი დავარღვიე და მაინც დავჯარიმდებოდი. ისევ ზრდილობიანად და ღიმილით ვეცადე ამეხსნა, რომ ლოგიკის ჩარჩოებს სცდებოდა კანონის მათი ინტერპრეტაცია. პასუხად ჭკუა დამარიგეს, რომ სხვებსაც მივუთითო პირბადის ტარებაზე. ვუთხარი, რომ როგორც ექიმი, სულელურ რეკომენდაციებს არ გავცემ და მისი შენიშვნა მედიცინის თვალსაზრისით დებილობაა. ამ ორი სიტყვის გაგონებაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბორკილების დადებითა და დაკავებით დამემუქრა. რაზედაც ტაში დავუკარი და სიცილი ვერ შევიკავე. აღნიშნულზე პატრულ-ინსპექტორი გაბრაზდა და მომაძახა: ჰო უკარი ტაში, შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო

მოკლედ მადლობა გადავუხადე და დამშვიდობებას ვაპირებდი ისევ მომაძახა: არც ექიმად ივარგებო! ვკითხე, ეგ არაა შეურაცხყოფა-მეთქი? არა, მე ჩემს კოლეგას ვუზიარებდი საკუთარ აზრსო, მითხრა დამცინავად. ჰო, მეც ჩემ ძაღლს ვეკითხებოდი, პასუხი საჭირო არ იყო-მეთქი ვუპასუხე, ქვითარი ჩავიჯიბე და ვარჯიში განვაგრძე..."- წერს აბესაძე

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი