უარი ღირსებაზე - 69 მილიონიანი დაფინანსება და პოლიტიკური გავლენები საზმაუში

გამოქვეყნდა:

2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან 69 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. ტელევიზიის დაფინანსება შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა. 

კითხვა, რას ემსახურება ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზია - ქვეყანას თუ პარტიას, კიდევ ერთხელ დაისვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა, ახლა ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეა. 

კითხვები, რატომ ექცევა პირველი არხი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ტელევიზიის ყველაზე გამორჩეული სახე, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. "მთავარი არხის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში გაიხსენა, რომ სამსახურს, სადაც ტელეწამყვანმა 50 წელი გაატარა, პატივის მისაგებად ერთი თაიგულიც არ გაუგზავნია.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას მონოლოგს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ თანამშრომლების ნაწილმა ოჯახს მიუსამძიმრა და შენობაში მემორიალიც ყვავილებით შეამკეს. განმარტებას "მთავარ აქცენტებში" უპასუხა ნიკა გვარამიამ. 

ხათუნა ლაგაზიძე ერთერთია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის კონკურენტი იყო. მისი თქმით, ხალხის ტელევიზია დღეს  ხელისუფლების გავლენის ქვეშაა

სულხან სალაძე, რომელიც ბორდის წევრიც იყო იხსენებს, რომ მაუწყებლის ბორდი არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი.

მედიაექსპერტები, ისინი ვინც კარგად იცნობენ მედიაბაზარს, ამბობენ რომ ათეულობით მილიონი ლარი ყოველწლიურად დაბალ რეიტინგული გადაცემების შესაქმნელად იხარჯება. სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ დაინტერესდნენ რაში იხარჯება ხალხის ფული.

ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მილიონობით ლარს გაუმჭვირვალედ ხარჯავს, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ კორუფციის მკვლევარები.

თინათინ ბერძენიშვილმა დღეს მთავარ არხთან საუბარი არ ისურვა. ბორდის წევრები კი ბერძენიშვილის გადადგომის საჭიროებას ვერ ხედავენ.

მაწუყებელის 69 მილიონს დახარჯავს, საიდანაც 120 ათას ლარს მხოლოდ მისი დირექტორი მიიღებს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი