სისხლის პლაზმით შესაძლოა მკურნალობა დაიწყონ – საქართველოში სისხლის ბანკებში მისულ პაციენტებს კი COVID 19–ზე არ ამოწმებენ

გამოქვეყნდა:

სისხლის ნაციონალურ ბანკში არ იციან, გადის თუ არა დონორის მიერ ჩაბარებული სისხლი ახალ კორონავირუსზე კვლევას. აქ დღემდე ძველი პროტოკოლით ხელმძღვანელობენ. მაშინ, როდესაც ქვეყნაში კორონავირუსის შიდა გადაცემა ფიქსირდება, სისხლის ჩასაბარებლად მისული დონორებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიას და ან რისკის ჯგუფთან კავშირზე ეკითხებიან.

სისხლის ბანკებში მისულ პაციენტებს კოვიდ 19–ზე არ ამოწმებენ. ბანკებში ტესტები არ აქვთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ 19–ზე დონორების მიერ ჩაბარებული სისხლი არ მოწმდება არც ლუგარის ლაბორატორიაში. პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერ არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის სისხლით გადაცემის ფაქტი.

სისხლის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და მთავარი ატრიბუტი ხდება. ამერიკაში გამოჯანრთელებულ პაციენტებს სისხლის ბანკში მისვლას და დონორობას სთხოვენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი ამ ვირუსის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ანუ იმუნიტეტს, რომლითაც ის დაავადებას ყველაზე ეფექტურად ებრძვის. ინფიცირებული ადამიანისთვის ამ სისხლის გადასხმის შემდეგ ანტისხეულები მოქმედებას იწყებენ და ის კორონავირუსს მარტივად, ეფექტურად ამარცხებს.

საქართველოს უკვე ჰყავს 26 გამოჯანმრთელებული პაციენტი. მათი სისხლი კი შესაძლოა ყველაზე მძიმე პაციენტებისთვის ერთადერთი ხსნა აღმოჩნდეს. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ახლა სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

ინფექციონისტების თქმით, ამ მეტოდით წლების განმავლობასი ძალიან ბევრი ინფექციის მართვას ახდენენ მედიკოსები. ამ მეტოდით ებრძოდნენ თავის დროზე „სარსის“, „მერსის“ და „ებოლას“ დროს.

მთავარი გაფრთხილება, რასაც სპეციალისტები იძლევიან, არის ის, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა არ გამოიყენება პრევენციისთვის და ასევე მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადების დროს. ამ მეთოდს მედიკოსები მხოლოდ კრიტიკული პაციენტებისთვის იყენებენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი