გავაკეთეთ ის რისთვისაც მოვედით და გაცილებით მეტიც - ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა

გამოქვეყნდა:

ამერიკის  დონალდ ტრამპმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა მანამ, სანამ ის საკუთარ ოფისს ოფიციალურად დატოვებს. მიმართვა YouTube-ზე თეთრი სახლის გვერდზე აიტვირთა. 

"ჩემო ამერიკელებო: ოთხი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დიდი ეროვნული ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის აღსადგენად, მისი სულისკვეთების განახლებისა და მთავრობის მიმართ მოქალაქეების ერთგულების აღსადგენად. მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ მისია, რომ ამერიკა კვლავ დიადი გამხდარიყო - ყველა ამერიკელისთვის. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, თქვენს წინაშე ვდგავარ ნამდვილად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ მათ საუკეთესოს სურვილებს ვუსურვებთ და ასევე მათთვის გვინდა იღბალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა", - თქვა ტრამპმა მიმართვაში. 

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, ვიცე-პრეზიდენტს, თეთრი სახლის თანამშრომლებს, მინისტრთა კაბინეტისა და ოჯახის წევრებს. 

"ყველაზე მეტად მე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. გემსახუროთ თქვენ როგორც პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს ყოველთვის ექნებათ უთანხმოებები, ჩვენ ვართ წარმოუდგენელი, ღირსეული, ერთგული და მშვიდობისმოყვარე მოქალაქეები, რომელთაც ყველას სურთ რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდეს და აყვავდეს და ძალიან, ძალიან წარმატებული და კარგი იყოს. ჩვენ მართლაც ბრწყინვალე ერი ვართ", - თქვა მან. 

ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა კაპიტოლიუმის შენობაში მისი მხარდამჭერების შეჭრაზეც და თქვა, რომ ამით ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო.

"პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით", - თქვა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში ბრალი თავად დონალ ტრამპსაც ედება, რის გამოც ის გახდა ამერიკის ისოტირაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 

ვარაუდობენ, რომ ტრამპი ბოლო საათებს გამოიყენებს და 100-მდე პატიმარს შეიწყალებს. სამშაბათს გვიან ღამით მან უკვე შეიწყალა რეპერები ლილ უეინი და კოდაკ ბლეკი და კვამე კილპატრიკი, რომელიც 28 წლიან პატიმრობას იხდის კორუფციის ბრალდებით.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, რომლის ინაუგურაციაც დღეს, 20 იანვარსაა დაგეგმილი, წინა დღით მან ეროვნული პატივი მიაგო 4000 0000 ამერიკელს, რომლებიც კორონავრიუსით დაიღუპნენ. ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალის წინ 400 ნათუარა აანთეს, რათა ამ ადამიანებისთვის პატივი ეცათ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი