"პირიქით, სენატორო"-ბლინკენმა ახსნა, რატომ ვერ იქნება რუსეთი აგრესიული ნატოს წევრი საქართველოს მიმართ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდის წევრმა, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოზე ისაუბრა. ეს მან სენატში გააკეთა და იქვე უპასუხა ერთერთი სენატორის წუხილს იმაზე, რომ თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, ეს რუსეთთან ომს გამოიწვევს.

„თუ თქვენ საქართველოს ნატოში მიღებას წარმატებით შეძლებდით, მაშინ ახლა რუსეთთან ომში ვიქნებოდით“
- მიმართა ბლინკენს ერთერთმა სენატორმა, რაზეც პასუხი მიიღო.

 

ბლინკენის თქმით, საქართველო რომ ნატოს წევრი გახდეს, რუსეთი მის მიმართ აგრესიას ვერ გამოიჩენს. 

„პირიქით, სენატორო. ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, სინამდვილეში თავის მიზეზი აქვს იმას, რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, ვინც არაა ნატოში და ნატოს ქოლგის ქვეშ და იმასაც აქვს მიზეზი, რატომ არ ესხმის რუსეთი იმ ქვეყნებს, ვინც ნატოს წევრია. ჩვენ გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატოში, აღარ გამხდარან რუსეთის სამიზნე" - თქვა სახელმიფო მდივანმა სენატის სხდომაზე. 

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, შეკითხვის პასუხად ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

„თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის სავალდებულო მოთხოვნები და გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო უსაფრთხოებაში, დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს“ - თქვა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან მიმართებაში.

58 წლის ენტონი ბლინკენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. 

ბლინკენმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, 25 სექტემბერს CBC NEWS-სთან მიცემულ ინტერვიუში ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კურსზე ისაუბრა და მასში საქართველოც ახსენა: 

ბაიდენი გააძლიერებს NATO-ს, რათა ის გაუმკლავდეს გამოწვევებს კიბერსივრცეში, საგარეო საკითხებში და დაეხმაროს ძლიერი უსაფრთხოების უზრუნველყოფით ისეთ ქვეყნებს, როგორებიც საქართველო, უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებია", - თქვა მან 2020 წლის სექტემბერში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი