პომპეოს და ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ 27 წევრს ჩინეთმა სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ჩინეთმა მაიკ პომპეოს და ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ 27 წევრს სანქციები დაუწესა.

ოფიციალური პეკინის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს სანქციები, ჩინეთის მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკისთვის და ჩინეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო დაუწესდათ.

"მათ დაგეგმეს და აღასრულეს ისეთი ნაბიჯები რაც ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშად ჩაერია, დაარღვია ჩინელი ხალხის უფლებები და სერიოზულად შელახა აშშ–ჩინეთის ურთიერთობები" – ამბობს ჩინური მხარე სანქცირებულ პირებზე

სანქცირებულ პირებს, ჩინეთის, ჰონგკონგის და მაკაოს ტერეტორიაზე შესვლა და ეკონომიკური საქმიანობის წარმოება ეკრძალებათ. 

შეგახსენებთ, დონდალ ტრამპმა საპრეზიდენტო ადმინისტრაცია გუშინ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი