კომენდანტი არა, მაგრამ STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა – მიზეზი ეპიდ–სიტუაციის გაუმჯობესებაა

გამოქვეყნდა:

აპლიკაცია STOP COVID, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის შემთხვევების დასადგენად დანერგა, გაუქმდა – ამის შესახებ დღეს აპლიკაციის მომხმარებლებს შეტყობინებით ეცნობათ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე აპლიკაციის შესახებ წერია: "აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან."

"მთავარი არხი" დაუკავშირდა, ჯანდაცვის უწყებას. სამინისტროს თანახმად, აპლიკაციამ თავისი ფუქნცია უკვე შეასრულა და რადგან პანდემიის მხრივ ვითარება გაუმჯობესდა ამიტომ უქმდება.

ზუსტად რა ხარჯები გასწია ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის დასანერგად და რა დაუჯდა ქვეყანას აპლიკაცია, რომელიც 16 აპრილიდან მოქმედებდა, უცნობია. "მთავარს" ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, STOP COVID–ის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაცია, შეფერხებით მუშაობდა და მას მომხმარებლები უკმაყოფილების გამო სმარტფონებიდან შლიდნენ – STOP COVID აპლიკაცია არ მუშაობს

აღსანიშნავია, ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბრობს, მაშინ როცა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ბოლომდე არ იხსნება, მათ შორის ძალაში რჩება კომენდანტის საათი და არ ამუშავდება ტრანსპორტიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი