ბადრი ესებუას ძმას COVID-19 არ დაუდასტურდა - პენიტენიციური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ის იზოლაციაში იმყოფება. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს covid-19 დაუდასტურდა, სიცრუეა. მოცემული პირი ასევე იზოლაციაშია, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი, თუმცა მას ვირუსი დადასტურებული არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში  

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა და მათთან მყოფი პირები იზოლაციაში არიან. 

 მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით - გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში PCR ტესტირების შემდეგ 791-მა პატიმრიდან სამს დაუდასტურდა COVID-19. სამივე ინფიცირებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ხოლო, ინფიცირებულთა თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან გადაყვანილი.

ინფორმაცია ბიძინა ესებუას კოვიდინფიცირების შესაეხებ გუშინ, 21 იანვარს გავრცელდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი