შქმერული ერთ-ერთი უდიდესი იაპონური რესტორნების ქსელის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნდა:

ქართული კერძი, შქმერული, იაპონური რესტორნების ქსელ Matsuya Foods-ის გამარჯვებული გახდა და "არჩევნებში" 8 "კანდიდატი" დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ იანვრიდან შქმერულის ნახევარფაბრიკატი იაპონიის 50 ათასამდე მაღაზიაში იყიდება - კერძით ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, NISSIN დაინტერესდა და სწორედ Matsuya Foods-თან თანამშრომლობით მალევე ის მთელს იაპონიაში გავრცელდა. 

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თანამშრომლობის შედეგად, პროდუქტის შეფუთვაზე მაქსიმალურად ხაზგასმულია შქმერულის ქართული წარმოშობა და დატანილია ქართული დროშა. ამავე დროს, Matsuya Foods-ის პოსტერზე, კერძის აღწერაში წერია, რომ შქმერულის სამშობლო მდიდარი ბუნებით, ქვევრის ღვინითა და გემრიელი სამზარეულოთი არის ცნობილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი