ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ძლიერი ყინვის და სახელმწიფო ორგანოების გაფრთხილებების მიუხედავად, რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა.

Reuters-ის მონაცემებით, მხოლოდ მოსკოვში, დაახლოებით, 40 000 მივიდა აქციაზე, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დემონსტრანტების რაოდენობა 4 000-ს არ აჭარბებდა.

ამბები გუშინდელი აქციიდან: 

ცნობისთვის, ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლული პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ერთი კვირის წინ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი