რეგულაციების გაგრძელება სიკვდილის ტოლფასია - კანცელარიასთან სამოქალაქო სექტორი და ბიზნესმენები, ასევე სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ლოქდაუნს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ფორმალურად, შეზღუდვების ნაწილის გამარტივებამ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება ვერ გამოიწვია და ვერც გამოიწვევს.
აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები ტრიბუნასთან არ მიდიან - ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი აქციის მხარდამჭერებს შორის დგანან.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი.
"ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ყველაფერი უნდა გაიხსნას, ეს ნაწილობრივი შეამსუბუქებს მდგომარეობას და მე შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე ვიღებ პასუხსმგებლიბას, რომ არაფერი არ მოხდება იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება", - თქვა ხატია დეკანოიძემ, ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა.
"პანდემიას სჭირდება მართვა და ეს ძალიამ კარგად მესმის, მაგრამ სახლში ჯდომა არ არის მართვა" - აცხადებს ელენე ხოშტარია და ხელისუფლებას ლოქდაუნის მოხსნისკენ მოუწოდებს.
აქციები ლოქდაუნის მოხსნის მოთხოვნით დღეს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება.
შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 მარტამდე. ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.