დღეს საღამოს 9 საათის შემდეგ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას აანონსებენ. ამ ფორმით ისინი კომენდანტის საათს გააპროტესტებებ.
ამის შესახებ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ერთერთმა გამომსვლემა ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი.