დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო

გამოქვეყნდა:

შსს-მ 2 მუხლით დაიწყო გამოძიება საქმეზე, რა დროსაც ბათუმში, აქციაზე მისულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა თავზე ნაგავი დააყარა. 

როგორც "მთავარ არხს" შსს-ში უთხრეს, ეს მუხლებია 239-ე, ხულიგნობის და 156-ე, დევნის. 

ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა. მოგვიანებით, ის გამოეყო ხელისუფლების ოპონენტებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი