NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 36% პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას აფასებს, როგორც - ცუდი.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა არ მოსწონთ თბილისში. დედაქალაქში გამოკითხულთა 39% დასმულ კითხვაზე პასუხობს - ცუდად.
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.