ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის ერთ–ერთი საკითხი მოსახლეობის ახალი პარლამენტის მიმართ მოლოდინებია.
კვლევის შედეგად გამოკითხულთა უმრავლესობა, 82% მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს, რათა მოქალაქეების ინტერესები პარლამენტში იყოს დაცული. ამას ეთანხმება, კვლევის შედეგად გამოკითხული როგორც ოპოზიციის ისე "ოცნების" მხარდამჭერების უმრავლესობა.
ასევე, კვლევის მიხედვით:
ხოლო გამოკითხული ოპოზიციის მხარდამჭერების უმეტესობა –60 % საპირისპიროდ ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ იმუშავებს.
ასევე, "ოცნების" მხარდამჭერთა უმრავლესობა – 72% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უფრო ეფექტური იქნება, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი –53% არ ეთანხმება.
გამოკითხულ "ოცნების" მხარდამჭერთა 65%–ის აზრით ახალი პარლამენტი იქნება უფრო ეთიკური, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერთა 51%, ამ შემთხვევაშიც არ ეთნახმება.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად:
ასევე იხილეთ:
როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას? - NDI-ს კვლევა
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.