ლანჩხუთში საავადმყოფო დახურეს და ექიმებს დაემუქრნენ

გამოქვეყნდა:

ლანჩხუთში, ადგილობრივი საავადმყოფოს დახურვის გამო 70 ადამიანი უმუშევარი დარჩა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის საავადმყოფომ ფუნქციონირება დღეს შეაჩერა.

ამ გადაწყვეტილებას უმუშევრად დარჩენილი პერსონალი აპროტესტებს. ირკვევა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს დაემუქრნენ კიდეც.

ექიმების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა მათ უთხრა, რომ 6 თვიან სახელფასო დავალიანებას და 2 თვის კომპენსაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ "ენას კბილს დააჭერენ" და ჟურნალისტებთან არაფერს იტყვიან.

მედპერსონალი კი საავადმყოფოს მუშაობის განახლებას ითხოვს. 

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ს წევრი კახა ასკურავა ამბობს, რომ საავადმყოფოს დახურვა ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის მორიგი დანაშაულია.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი