ნიკა მელიას ჩემი მორევა შეუძლია - იაგო ხვიჩია აპირებს იარაღის ტარების უფლება გამოიყენოს

გამოქვეყნდა:

ძველი "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აპირებს, პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს.

ამის მიზეზი ნიკა მელიაა, რომელიც ხვიჩიას თქმით, "მეჩვენა, რომ დაემუქრა"

„ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ, მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემი მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება, თუ ეს მართლა მუქარაა და დაადასტურებს ბატონი მელია, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმისთვის, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. მურუსიძის სასამართლოს იმედად პოლიციაში ხო არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ ვაზუსტებ, ბატონი მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო. მემუქრება დებატებზე გამოწვევით თუ ფიზიკურად, რომ ჩემზე დიდია, იმით", - ამბობს იაგო ხვიჩია "ტვ პირველის" ეთერში.

იაგო ხვიჩია ამბობს რომ მან დღეს "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა და მუქარასაც ამ ფაქტს უკავშირებს

ნიკა მელია იაგო ხვიჩიას ამ განცხადებას იუმორისტული პოსტით ფეისბუქზე გამოეხმაურა

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი