"მიზეზებს ეძებენ"- "ოცნება" ოპოზიციის საგანგებო მიმართვას პასუხობს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის საერთო განცხადებაში ნახსენებ მოთხოვნებს "ოცნებაში" არარელევანტურს უწოდებენ და ამბობენ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა აბსურდულია. 

"ჩვენ ყველა პირობა, გარდა იმ აბსურდული პირობისა, რასაც ქვია ვადამდელი არჩევნები იმიტომ, რომ ამას არავინ არ ეთანხმება გარდა რამდენიმე პოლიტიკოსისა ოპოზიციაში, არის დადებული უკვე მაგიდაზე... მიზეზებს ეძებენ, რომ რაღაცნაირად გაამართლონ თავიანთი პოზიცია მაგრამ დარწმუნებული ვარ არ გამოუვათ", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე. 

მთავრობის ოპონენტების თქმით კი მათ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ შეახსენეს "ოცნებას" ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საკუთარი პოზიცია. 

"ჩვენ ამ ერთობლივი განცხადებით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა შესულია უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში და კიდევ ერთხელ ვთავარობთ გამოსავალს ამ კრიზისიდან. დრო ძალიან ცოტა რჩება, იმიტომ რომ სავარაუდოდ ერთ კვირაში ოფიციალურად გაფორმდება ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო განცხადება დღეს გაავრცელა. დოკუმენტში ხელისუფლებას ოპონენტები კიდევ ერთხელ ახსენებენ თავიანთ მოთხოვნებს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი