გაგის ციხეზე ახალი ჯვარი აღმართეს

გამოქვეყნდა:

გაგის ციხეზე ახალი ჯვარი აღმართეს. მეუფე გიორგი ჯანდელიანმა მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასა. ჯვრის აღმართავს მრევლიც ესწრებოდა:

ეს ვინც ჩაიდინა, ვანდალურ და ბარბაროსული აქტი, ის არის შეურაცხმყოფელი მთელი საქრისტიანო სამყაროსი. ხელს ვერავის ვერ დავადებთ, ცილისწამება უდიდესი ცოდვაა, მაგრამ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე - ამბობს მეუფე გიორგი.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩუსთან აღმართული ჯვარი და საქართველოს სახელმწიფო დროშა გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. 

ფაქტს მუსლიმთა თემის უმაღლესი წარმომადგენელიც გამოეხმაურა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი