როგორ გაიხსენა დღეს მსოფლიომ ჰოლოკოსტის მსხვერპლი – 27 იანვარი ფოტოებში

გამოქვეყნდა:

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა, რომელიც იმ მილიონობით ებრაელის და სხვა უმცირესობების საპატივსაცემოდ დაწესდა, ვინც გერმანიის ნაცისტურ რეჟიმს შეეწირა.

ჰოლოკოსტი სრულად დაწვას ნიშნავს – ნაცისტური რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ გენოციდს აწყობდა და მათ საკონცენტრაციო – "სიკვდილის ბანაკებში" წვავდა.

პანდემიამდე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ჰოლოკოსტის გახსენების დღეს, უამრავი ადამიანი მემორიალებთან და ჰოლოკოსტის მუზეუმებთან იკრიბებოდა, თუმცა წელს გარდაცვლილებს პატივი სხვაგვარად სცეს.

ბერლინში ჰოლოკოსტის მემორიალზე ვარდები და წერილები დატოვეს, წარწერით –"ჩვენ გვახსოვს"

გერმანიის პარლამენტის ვიცე–პრეზიდენტმა, კლაუდია როსმა, ჰოლოკოსტის შედეგად იძულებითი ევთანაზიის მსხვერპლთა მემორიალთან ყვავილები დატოვა.

 

ყვავილები დატოვეს ნაცისტური გერმანიის ისტორიაში პირველ და ყველაზე დიდ – ბუჩენვალდის საკონცენტრაციო ბანაკთანაც.

პოლონეთში, ჰოლოკოსტის დღეს პატივი ჯარისკაცებმა მიაგეს.

საბერძნეთის პრეზიდეტნმა ჰოლოკოსტის მემორიალისთვის ყვავილები გაგზავნა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გასახსენებლად გამოვიდნენ მილანის ქუჩებშიც.

დისტანციის დაცვითა და პირბადეებით ჰოლოკოსტის საპატივსაცემოდ შეიკრიბნენ ისრაელშიც.

გლასგოში, ჰოლოკოსტის მემორიალს პატივი შოტლანდიური ოპერის მუსიკოსმა ვიოლინოზე დაკვრით მიაგო.

დიდ ბრიტანეთში ჰოლოკოსტის მემორიალიზე, ჰაიდ–პარკში ვარდები დატოვეს. 

თემთა პალატაში კი ლინდსი ჰოილი და პარლამენტარები ცერემონიას დაესწრნენ.

ევროპარლამენტარებმა დღეს ჰოლოკოსტის ხსნოვნისთვის, საგანგებო ცერემონია გამართეს.

რომის პაპმა ფრანცისკემ კი ჰოლოკოსტზე საუბრისას, თქვა რომ იდეოლოგიური ექსტრემიზმი დიდი საფრთხეა და ის დღესაც არსებობს.

"არასდროს უნდა დავივიწყოთ ის რაც ევროპაში მოხდა, ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ", – აშშ–ის ახლადრაჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰოლოკოსტის დღის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ბავშვობის ისტორიასაც იხსენებს, თუ როგორ მოუყვა მამამ პირველად ჰოლოკოსტის ისტორიას, რომელიც დღემდე მტკივნეულად ახსოვს. ბაიდენი იხსენებს იმასაც, რომ მან შვილები გერმანიაში ჰოლოკოსტის მემორიალზე სპეციალურად წაიყვანა.

ჰოლოკოსტი გაიხსენა ჰილარი კლინტონმაც, მისი თქმით ეს საშინელება არავის დაავიწყდება და ანტი–სემიტიზმის საფრთხე  კვლავ არსებობს.

"ეს არის დრო, როცა ჩვენ ყველას საკუთარი გზით შეგვიძლია ვიყოთ სინათლე, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ სიბნელე აღარასოდეს დაბრუნდება", – ამ სიტყვებით იხსენებს გენოციდს პრინცი ჩარლზი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი