გომელაურმა წმენდა დაიწყო - გახარიას გუნდი შსს-დან მიდის, თუმცა, დაუსაქმებელი არ რჩება

გამოქვეყნდა:

შსს-ში კადრების ხელახალი გადანაწილება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი გომელაური არ მალავს თავის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ. 

ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას კადრები ნაცვლდება და პრემიერის გუნდს უშვებენ სამინისტროდან - საბანაძე, ბორცვაძე და სხვები მიდიან, მაგრამ გიორგი გახარია მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს - ზოგი დამსახურებულ პენსიაზე გავა, ზოგს კი პოლიტიკურ თანამდებობაზე გადაანაწილებს. 

მაგალითად, აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე განიხილება, თუმცა, თავად ამას არ ადასტურებს:

"არ ვიცი ჯერ არაფერი, არ ვაპირებ გადასვლას, ვმუშაობ აჭარაში", -ამბობს კოტე ანანიაშვილი. 

ამ დროს კი პროცესები შსს-ში ისევ ძველი სცენარით გრძელდება. ამ დღეებში კიდევ რამდენიმე სამხარეო პოლიციის უფროსის გათავისუფლებას ელოდებიან.

დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი