კანონიერი გადაწყვეტილება იქნება ჩვენი შუამდგომლობების დაკმაყოფილება - კარტოგრაფების ადვოკატები

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დღეს სასამართლოს მიერ იქნება მათი შუამდგომლობები დაკმაყოფილებული. 

უფლებადამცველებმა ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ისაუბრეს. 

"მინიმუმ რასაც დღეს გავაკეთებთ - პირველი: ვიმსჯელებთ და მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რადგანაც ფაქტობრივად აღარ დარჩა ის ფორმალური საფუძვლები რის გამოც ცდილობდა პროკურატურა დაესაბუთებინა და სამწუხაროდ სასმართლო ეთანხმებოდა პატიმრობაში დატოვების ბრალდებულების, გარდა ამის გვაქვს შუამდგომლობის მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით, რასაც დავაყენებთ სასამართლო სხდომაზე და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებაზე იმის მიხედვით,რორი იქნება სასმართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე

 

"მიუხედავად უსამართლო ბრძოლისა, რა დროსაც მთელი სახელმწიფო აპარატი და უწყებები ჩართულები იყვნენ დაცვის მხარის წიანააღმდეგ და მიდიოდა მთელი რიგი დაბრკოლებების შექმნა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს პროკურატურის მიერ მომზადებული საქმე არ არის საერთოდ არსებითად განსახილველად გადასაცემად მზად. უფრო მეტიც, ამ საქმე გამოძიებაც არ უდნა დაწყებულიყო.... ბატონ გოგისთან დაკავშირებით, ამ შედარებისგან თავს შევიკავებ. ჩვენთან გამოძიება დასრულდა, მისი ახლანდელი ჩვენებები ჩვენს საქმეში ვეღარ მოხდება, რაც შეეხება მის ძველ ჩვენებებს, ეს გვაქვს ამ საქმეში და მე მაქვს მოლოდინი იმის, რომ რაც მანამდე აქვს მიცემული ჩვენება ამ შემთხვევაშიც იგივე ჩვენები იქნება მისგან დაფიქსირებული ", - ამბობს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი 

 

"ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება იქნება დღეს ჩვენი შუამდგომლობების დაკმაყოფილება იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა რაიმე საფუძველი რის გამოც ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი უდნა დარჩნენ პატიმრობაში, ან მათ მიმართ უდნა გაგრძელდეს დევნა და ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს განიხილება სასამართლოში უნდა გადაწყდეს ადეკვატურად", - ამბობს გიორგი მახარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 28 იანვარს 2 საათზე დაიწყება. ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება კარტოგრაფების გათავისუფლება იქნება.

შეგახსენებთ ასევე, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი