ეს არის პოლიტიკური პროცესი - კარტოგრაფების სასამართლოს პარალელურად აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის პროცესის პარალელურად აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორი "მოძრაობა სირცხვილიაა" რომელთა წევრებმაც ადგილზე ბანერები და საპროტესტო პლაკატები მიიტანეს. 

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. 

"ხაზს ვუსვამ კონკრეტულ დეტალს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრებიდან გადაინაცვლებენ ახლა პოლიტიკურ მძევლებში, ამითი საზოგადოება არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ პერმამენტული აქციები იმისთვის, რომ ხელისუფლებას მივახვედროთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შედგეს ის იდეა, რასაც ჰქვია თავისუფალი საქართველო", - თქვა აკაკი ხუსკივაძემ. 

მისი თქმით, როდის მოუნდება ხელისუფლებას, რომ ის ან აკაკი კობალძე, მათ შორის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში უკან შეაბრუნონ მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული და იმ პროცესზე ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.

"ეს არის პოლიტიკური პროცესი და ის მოლოდინები რაც ეხლა საზოგადოებრივმა წნეხმა შედეგი გამოიღო და ვერ შეძლეს ამ საქმის ისე შეფუთვა, თითქოს ორი ადამიანი, რომლებიც თვითონვე ჰყავთ დაჯილდოვებული ანტისახელმწიფოებრივი, გირაოთი რატომ უნდა გამოვიდნენ ეს ადამიანები და არა გამართლებულები?!" - თქვა აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, ისინი ამბობენ, რომ პოლიტპატიმრებით ვაჭრობა ამაზრზენი საქციელია და განცხადებებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც უშუალოდ სასამართლო პროცესი დასრულდება. 

შეგახენებთ, რომ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მკაცრს აღმკვეთ ღონისძიებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და სასამართლოზე თავადაც გიროას შაუმდგომლობას დააყენებდნენ. 

ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას თავადაც აპირებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება კარტოგრაფების გათავისუფლება იქნება.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი