ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - დაშავებულია ბავშვი

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ე.წ საკონსერვო ქარხნის ყოფილ შენობაში, დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - დაშავდა 10 წლის ბავშვი.

ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რასაც აუდიტის არაერთი დასკვნა ადასტურებს და დევნილთა სამინისტროს მაცხოვრებლები აქამდე უნდა გაეყვანა ტერიტორიიდან.

რაც შეეხება დაშავებულ ბავშვს, მაშველები ჩანგრეული შენობიდან მის გამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი შემთხვევის დროს დედასთან ერთად იყო.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი