გიორგი მშვენიერაძეს ბოლო წლებია იურისტად მუშაობა აღარ უწევდა. ახლახანს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის 4 წლიანი თავმჯდომარეობა, ანუ 2 ვადა გაუვიდა და ჯიდიაის გუნდის ლიდერობა კოლეგას გადააბარა.
ქუთაისში დაბადებული, 90- იანი წლების ბოლომდე ეკონომიკურ ლიცეუმში სწავლობდა, თუმცა, როდესაც კონსტიტუციური სამართლის ოლიმპიადაში გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა.
2021 წლის 17 იანვარს "საიაში" სულხან სალაძის 10 წლიანი საქმიანობა დასრულდა. ყველაფერი კი ქედაში, სკოლაში სწავლის დროს დაიწყო.
ჯერ იურისტად დაიწყო მუშაობა. 2017 წელს კი თავჯდომარე გახდა.
მის ხელში ბევრმა საქმემ გაიარა - რუსთავი 2 - ის საქმე, 20 ივნისი, ჯერ 2018 წლის მძიმე საპრეზიდენტო და შემდეგ 2020 წლის არჩევნები... თუმცა, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე საყდრისია.
საიას თავმჯდომარეობამდე გაზეთ "ბათუმელებში" თავისი რუბრიკა ჰქონდა, 30- იან წლებში გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს ბათუმის მუზეუმის არქივებში ეძებდა. შემდეგ ეს რუბრიკა წიგნად აქცია. მისი კიდევ ერთი ჰობი ფოტოგრაფიაა. საიაში აღებული პირველი ჰონორარით ფოტოაპარატი იყიდა.
წლების შემდეგ უკვე ევროპული რუკების კოლექციონერია. მის კოლექციაში ყველაზე ძველი გრავიურა 1548 წელსაა დაბეჭდილი.
ავტორი: ანა ასათიანი