ჩხოროწყუს იმ სკოლის მასწავლებლები, რომლის მოსწავლეებსაც მერიის საპირფარეშოები დაასუფთავებინეს, ფაქტის გამართლებას ცდილობენ.
"ტუალეტი არ გაუხეხავთ, შესასვლელია ეს და არა ტუალეტი, ბავშვები ამბობენ - "რას გავხართ უფროსები, ჩვენ ვიხალისეთ, წყალი დავასხით, რომ მერე გვეხალისა ამ ვიდეოთი, ვიჭყუმპალავეთ, სად ვიყავით ტუალეტში" ... მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ასე უნდათ" , – ამბობს ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნაირა ციმინტია
ნაირა ციმინტია, დასუფთავების ასეთ მეთოდს იაპონურს უწოდებდა – მოსწავლე "წელში ოდნავ რომ მოიხაროს", დანაშაულია - პედაგოგის შეფასება ჩხოროწყუს ინციდენტზე
ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა, ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, თუმცა მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
"შეცვალეს" წევრი ოთო გოგუა ამბობს, რომ ჩხოროწყუში მშობლებისა და ბავშვების დაშინება მიმდინარეობს.
ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, სოციალურ ქსელში გაავრცელეს და მოგვიანებით ის ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრმაც დაადასტურა. შსს-მ კი გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.