შაბათს, 6 თებერვალს ბიზნესი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და თვითნებურად გახსნას გეგმას. 200-მდე ობიექტი: რესტორნები, ფიტნეს ცენტრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და სხვა კომერციული დაწესებულებები.  სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფინანსური ვალდებულებების გამო გაკოტრების წინაშე დგანან და დასაქმებულების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ. 

"ფიტნეს ინდუსტრია უკვე ძალიან დაზარალებულია, მე-9 თვე დაიწყო მას შემდეგ რაც გაჩერებულები ვართ, ჩვენ მართლა მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები და პროტოკოლები და ვიმუშავოთ გამკაცრებული პროტოკოლებით, შემცირებული მომხმარებლების რაოდენობით, შემცირებული საათებით, ოღონდ უნდა გვქონდეს იმედი, რომ როცა კორონავირუსი გაქრება ჩვენც გამქრლაები არ ვიქნებით", - თქვა "ოქტოპუსის" დირექტორმა, გიორგი ასათიანმა.

გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელი, გიორგი მთივლიშვილი ამბობს, რომ ამ რადიკალური ზომებისკენ სფეროს წარმომადგენლებს ხელისუფლებამ უბიძგა. მისი თქმით, ყველაფერი დაკარგეს.

მმართველმა გუნდმა დაუმორჩილებლობას დღეს, 3 თებერვლას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხეს მთავრობის წარმომადგენლებმა. ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი