ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელი პასუხს ითხოვს - მერია რეაბილიტაციას იწყებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია ვაკის პარკის მრავალმილიონიანი რეაბილიტაციას იწყებს. სამშენებლო ღობის მიღმა ექცევა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია, სადაც სასტუმრო "ბუდაპეშტი" უნდა აშენებულიყო. წლების წინ, სამოქალაქო პროეტსტის შემდეგ, მერიამ ვაკის პარკში მაშტაბურ მშენებლობაზე უარი თქვა და ინვესტორს კომპრომისული ვარიანტის მძებნას დაპირდა. მაგრამ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი ეს კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტში ექცევა 5 000 კვადრატული მეტრი, რომელიც ბიზნესმენ გოგა ზაქაიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ თუ მერია რეაბილიტაციას დაიწყებს, მაშინ სასტუმროს მშენებლობასაც განაახლებენ.

"ჩვენ ორწელზე მეტია ვცდილობთ მათგან მივიღოთ პასუხი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგზე, მათგან მივიღოთ პასუხი, თუ რა ხედვა აქვთ ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ ორ წელზე მეტია უგულვებელყოფენ ჩვენთან ყველანაირ კომუნიკაციას, არ აქვთ არანაირი სურვილი, რომ ჩვენ ზარებს ან წერილებს უპასუხონ, არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება. ეს თუ არ არის ვაკის პარკის ტერიოტირა, მაშინ რატომ გვიშლიან ხელს განვავითაროთ ის ინვესტიცია, რომელიც მზად ვართ გავაკეთოთ ქალაქის იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის ჩვენი საკუთრება", - ამბობს გოგა ზაქაიძე.

საპასუხო კომენტარი კახი კალაძის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ გააკეთა:

"მერიის პოზიცია მაშინაც და დღესაც იყო და არის ის, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი. [...] ის გარემოა, რომ დღემდე არაა შეთანხმება მიღწეული არის სწორედ იმიტომ, რომ კომპანიას მაინც აქვს იმედი იმის, რომ ადრე თუ გვიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ მის გარეშე, ის მოახერხებს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას, აქვე ვაცხადებ, მათ გასაგონად, ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში ის უახლოეს დღეებში სრულად დაიკეტება. მისი განცხადებით, რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი